23:01 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-13 21:42:44, 1375 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო სამინისტრო: მივესალმებით, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის შეთანხმება ტრიალოგის პირველივე შეხვედრისას შედგა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე გამართული სამმხრივი შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

როგორც საგარეო უწყება განცხადებაში აღნიშნავს, საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად.

"დღეს 13 დეკემბერს გაიმართა სამმხრივი შეხვედრა (ტრიალოგი) ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტსა და ევროკომისიას შორის საქართველოსთან სავიზორეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა 539/2001 რეგულაციაში შესაბამისი ცვლილების საბოლოო ტექსტის შეთანხმება, რომელიცითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას.

მივესალმებით, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის შეთანხმება ტრიალოგის პირველივე შეხვედრის ფარგლებში შედგა.

შემდგომი პროცედურის თანახმად, რეგულაციის ცვლილების შეთანხმებულ რედაქციას დაამტკიცებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლებისკომიტეტი (COREPER) და კენჭს უყრის ევროპარლამენტის  სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტი (LIBE).

ამის შემდეგ, გაიმართება კენჭისყრა ევროპარლამენტის უახლოეს პლენარულ სესიაზე, რის შემდეგაც განახლებულ რეგულაციას ფორმალურად დაამტკიცებსევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე.

ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის შესაბამისი წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერისშემდეგ რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.

საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად.

იმედი გვაქვს, რომ დარჩენილი საკანონმდებლო პროცედურები უახლოეს პერიოდში დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენბიომეტრიულ პასპორტს შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის/ შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღე 180 დღისგანმავლობაში)", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღევანდელ შეხვედრაზე, ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს.

ინფორმაციითვის, როგორც სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, 20 დეკემბერს აღნიშნულ საკითხს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (COREPER) განიხილავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics