21:59 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-12 21:05:25, 1395 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გახანგრძლივებას მიესალმება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროკავშირის საბჭოს 12 დეკემბრის გადაწყვეტილებას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის 2018 წლის 14 დეკემბრამდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმი საქართველოში, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს  საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის ომის შემდეგ ადგილზე უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში,  ნდობის აღდგენასა და ვითარების ესკალაციის პრევენციაში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეფექტიანი მუშაობა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის ურყევ პოლიტიკას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით.  

ქართული მხარე მადლობას უცხადებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ისევე, როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარებისა და სამშვიდობო პროცესების მხარდაჭერისთვის. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა შესაძლებელი გახდეს  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა და მანდატის სრულფასოვნად განხორციელება", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics