|
2016-12-12 16:07:44, 2402 ნახვა
ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკიდან საქართველომ ბიუჯეტის მხარდამჭერი დაფინანსება მიიღო
საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელმოწერილი ბიუჯეტის მხარდამჭერი სასესხო ხელშეკრულებების რატიფიცირების შემდეგ, დღეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხაზინის სავალუტო ანგარიშზე ჩაირიცხა აზიის განვითარების ბანკისგან მისაღები დაფინანსება 98,7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, სახაზინო სამსახურის უფროსმა, ცოტნე ყავლაშვილმა აღნიშნა, 13 დეკემბერს, კონვერტაციის პროცედურის შემდეგ, შესაბამისი თანხა, რაც დაახლოებით, 255 მილიონი ლარი მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში. საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ADB) ბიუჯეტის მხარდამჭერ სასესხო ხელშეკრულებებს ხელი მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს მოეწერა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)