20:09 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-12 15:27:21, 991 ნახვა

საზოგადოება
IFC და EBRD „ავერსი ფარმას“ სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებაში ეხმარებიან

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), რომელიც  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ხელს უწყობენ  „ავერსი ფარმას“, საქართველოს  ჯანდაცვის სფეროს  ერთ-ერთ წამყვან  კომპანიას, მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე  ხელმისაწვდომობა გააფართოვოს.

IFC „ავერსს“ 13 მლნ. ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს, რომელიც კომპანიის  სამედიცინო დაწსებულებების  ქსელის გაფართოებასა და ქვეყნის მასშტაბით მოწინავე სამედიცინო მომსახურების  გაწევას მოხმარდება.

EBRD კი „ავერსს“ კომპანიის განვითარებისთვის  5 მილნ. ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს. აღნიშნული სესხებით თბილისში მაღალი დონის   ონკოლოგიური სერვისების  განვითარება და  თელავში ამბულატორიული კლინიკის მშენებლობა დაფინანსდება. ეს საფინანსო რესურსი ასევე გამოყენებული იქნება  კლინიკებისთვის თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად.  აღნიშნული მომსახურების დიდი ნაწილი  იშვიათობას წარმოადგენს საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში.

„ავერსის“ დამფუძნებელის პაატა კურტანიძის განცხადებით, ხელმისაწვდომი, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება  საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:

„ასეთი სამედიცინო მომსახურება   ხელს უწყობს ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობას, ქვეყნის განვითარებასა  და სიღარიბის  დაძლევას. საერთაშორისო  საფინანსო ინსტიტუტებთან  თანამშრომლობით, ჩვენი კომპანია გეგმავს, საქართველოში ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე  არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ეს სესხი გამოიყენება  მთლიანად კლინიკების განვითარებისთვის, ახალი სამედიცინო აპარატურის შესაძენად. სესხის პერიოდი საკმაოდ შეღავათიანია - წელიწადნახევრიანი ისე, რომ პირველი ორი წელი არ მოხდება ძირის გადახდა . ჩვენთვის ეს ძალიან კარგი ხელშეწყობაა, რომ საქართველოს მოსახლეობას მსოფლიო დონის სამედიცინო მომსახურება თანამედროვე,  ახალი ტექნილოგიებით მივაწოდოთ“,-განაცხადა  პაატა კურტანიძემ.

EBRD-ის რეგიონული დირექტორის კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერას განცხადებით, აღნიშნული პროექტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებას. EBRD „ავერსთან“ წამრატებული თანამშრომლობის გაგრძელებით მოხარულია:

„EBRD ცდილობს საქართველოს მხარდაჭერას ეკონომიკური განვითარების ყველა მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანი პროექტი ასევე ნაწილია EBRD-ის სტრატეგიისა, რომელიც ადგილობრივ კომპანიებში  ენერგოეფექტურობის, კონკურენტუნარიანობის, ინოვაციური პროდუქტების განვითარებისა და კორპორაციული მართვის  სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად“,-ამბობს ბრუნო ბალვანერა.

IFC-ის რეგიონული მენეჯერის კავკასიაში იან ვან ბილსენის თქმით კი, „ავერსის“ მსგავსი კომპანიების მაგალითზე ნათლად ჩანს, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს  კერძო სექტორმა  ჯანდაცვის ინდუსტრიაზე განვითარებად ქვეყნებში:

„IFC განვითარებადი ქვეყნების ჯანდაცვის სფეროს  კერძო სექტორში მსოფლიოს  უმსხვილესი საერთაშორისო ინვესტორია და მისი საინიციატივო პორტფელი ჯანდაცვისა და მასთან  დაკავშირებული მეცნიერების სექტორებში მსოფლიო მასშტაბით 1.6 მილიარდ აშშ დოლარს. ჩვენ კერძო კომპანიებს გრძელვადიან დაფინანსებასთან ერთად, მსოფლიოში დაგროვილ გამოცდილებასაც ვუზიარებთ.  ეს ხელს უწყობს ხარისხიან სამედიცინო  მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის და ცხოვრების დონის ამაღლებას ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა“,-განაცხადა იან ვან ბილსენმა.

„ავერსი“ ქვეყანაში ერთ-ერთი უდიდესი დამსაქმებელია. კომპანიაში სრული განაკვეთით დაახლოებით 8, 000 ადამიანი მუშაობს. გაფართოების შედეგად, კომპანიაში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა მოსალოდნელი. ამ პროექტის ფარგლებში „ავერსი“ EBRD-ისგან (FINTECC კაპიტალის ზრდის პროგრამის ფარგლებში)  ასევე მიიღებს  127, 000 აშშ დოლარს გრანტის სახით, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს,  საავადმყოფოებში იზოლაციის, ეფექტური გათბობის, გაუმჯობესებული ვენტილაციის და შენობის მართვის სისტემები დაამონტაჟოს.  2015 წელს EBRD-იმ „ავერსის“ მარნეულის საავადმყოფოს გაფართოება და თბილისის ინფექციური საავადმყოფოს რემონტი დააფინანსა.

კერძო სექტორი საქართველოს ჯანდაცვის სექტორის  მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რამდენადაც ქვეყნის სამედიცინო მომსახურების 80 პროცენტზე მეტს უზრუნველყოფს.  საყოველთაო ჯანდაცვის სახელწმიფო  პროგრამა საქართველოში სამედიცინო მომსახურების  საფასურის მნიშვნელოვან ნაწილს  ფარავს, რის შედეგადაც  პაციენტებს თანხის მხოლოდ  ნაწილის გადახდა უწევთ. ეს ქვეყანაში სამედიცინო მომსახურებას მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომს ხდის. სახელმწიფო კერძო და  სახელმწიფო საავადმყოფოებს  მათ მიერ  გაწეული მომსახურების  ღირებულებას უნაზღაურებს.

საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა. მას შემდეგ, რაც IFC-ის გრძელვადიანმა ინვესტიციებმა  საქართველოში 1.2 მილიარდ აშშ დოლარზე  მეტი შეადგინა 55 პროექტში, საფინანსო, აგრობიზნესის, წარმოების და ინფრასტრუქტურის სექტორებში. ამ თანხიდან 436 მილიონი აშშ დოლარი პარტნიორებისგან იქნა მოზიდული. გარდა ამისა, IFC-მ 331 მილიონ აშშ დოლარამდე  ღირებულების  სავაჭრო ტრანზაქციებს შეუწყო ხელი  სავაჭრო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში. IFC საქართველოში ასევე ახორციელებს  საკონსულტაციო პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს  კერძო სექტორის განვითარებას. 2016 ფისკალური წლის განმავლობაში IFC-იმ დაახლოებით 19 მლრდ. აშშ დოლარის ინვესტიცია  განახორციელა  განვითარებად ქვეყნებში მსოფლიოს მასშტაბით.

IFC, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე  მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს.

„ ჩვენ ვმუშაობთ 2,000 ბიზნეს კომპანიასთან მსოფლიოს მასშტაბით და ვიყენებთ სამოცწლიან გამოცდილებას განვითარებისთვის საჭირო  შესაძლებლობების შესაქმნელად იქ, სადაც ამის საჭიროება ყველაზე მწვავეა. 2016 ფინანსურ  წელს, ჩვენმა გრძელვადიანმა ინვესტიციებმა  განვითარებად ქვეყნებში თითქმის 19 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.  ჩვენი კაპიტალი, ცოდნა და გავლენა მიმართულია კერძო სექტორის  ხელშეწყობისკენ იმისათვის, რომ  მან გადამწყვეტი როლი შეასრულოს უკიდურესი სიღარიბის დაძლევასა და ცხოვრების დონის  გაუმჯობესებაში”,-აღნიშნავენ IFC-ში.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.ifc.org.

www.facebook.com/FCwbg

www.tvitter.com/FC_org

www.youtube.com/FCvideocasts

www.ifc.org/SocialMedialndex

www.instagram.com/ifc org

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), რომელსაც  64 ქვეყანა და ორი სამთავრობათაშორისო ინსტიტუტი ფლობს,  ხელს უწყობს საბაზრო ეკონომიკის  და დემოკრატიის განვითარებას ცენტრალური ევროპიდან აზიის ქვეყნებამდე. EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში, რომელსაც დაახლოებით, 2,87 მლრდ. ევროს ინვესტიცია აქვს  განხორციელებული სხვადასხვა დარგში, მათ შორის ენერგეტიკაში, აგრობიზნესში და სხვ.

დამატებითი ინფორმაციისთვის  იხილეთ მათი  ვებგვერდი  და შეუერთდით Facebook-ზე და Twitter-ზე.

 

®





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics