|
2016-12-12 14:04:46, 3257 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 6 პირი დააკავეს
დიდი ბრიტანეთის პოლიციის ანტიტერორისტული დანაყოფის თანამშრომლებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 6 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, 22-დან 36 წლამდე 4 მამაკაცი ქალაქ დერბიში დააკავეს, ერთი ქალაქ ბერტონ-აფონ-ტრენტში. კიდევ ერთი 32 წლის ქალი ლონდონში დააკავეს. გამოძიების ცნობით, დაკავებულები სავარაუდოდ ტერაქტს ამზადებდნენ. მედიის ინფორმაციით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ბრიტანულმა სპეცსამსაურებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 12 ტერაქტი აღკვეთეს. მხოლოდ გასულ წელს ქვეყანაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 315 ადამიანი დააკავეს. ბრიტანული სპეცსამსახურების მონაცემებით, ერაყსა და სირიაში ექსტრემისტების რიგებში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად დიდი ბრიტანეთის 800-მდე მოქალაქე გაემგზავრა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)