|
2016-12-12 12:04:01, 1305 ნახვა
საზოგადოება
მანქანების სავალდებულო პერიოდული ტესტირების ამოქმედებისთვის კონსულტაციის გაწევის ინტერესი ოთხმა კომპანიამ გამოხატა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების საკითხებში საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა დასრულდა. სამინისტროში განაცხადი 4 კომპანიამ წარმოადგინა, ესენია: TUV SUD DOGUS; PANTEYA SPECTRUM CONSULTUNG; SGS SA; TUV HELLAS S.A. როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული კომპანიების მიერ შეტანილი წინანადებების დალუქული პაკეტები ეკონომიკის სამინისტროში შექმნილი განაცხადთა განმხილველი კომისიის პირველ სხდომაზე გაიხსნა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი ხელმძღვანელობდა. „ინტერესთა გამოხატვის ბოლო ვადა იყო 2016 წლის 8 დეკემბერი, შესაბამისად, 9 დეკემბერს გავმართეთ კომისიის პირველი სხდომა, რომელიც განიხილავს წარმოდგენილ განაცხადებს. დაინტერესება გამოხატა ოთხმა კომპანიამ, კომისია უკვე შეუდგა მათ მიერ წარმოდგენილი წინადადებების დამუშავებას. გამარჯვებული კომპანიის შერჩევის ბოლო ვადა არის 2016 წლის 30 დეკემბერი. იმედს ვიტოვებთ, რომ რომელიმე კომპანია დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს და პირობებს, რაც იყო გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვაში და ჩვენ შევძლებთ, რომ პროცესი, რომელიც დაიწყო ეკონომიკის სამინისტრომ, განხორციელდება საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიის მხარდაჭერით“, - განაცხადა დავით ხუციშვილმა. მინისტრის მოადგილის თქმით, კომპანიების მოწვევის მიზნით აღნიშნული ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 7 ნოემბრის №1-1/584 ბრძანებით დამტკიცებული პირობების შესაბამისად და მიზნად ისახავს კომპანიის შერჩევას, რომელიც დაეხმარება საქართველოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად ამოქმედებაში.
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)