20:09 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-12 09:50:42, 1923 ნახვა

საზოგადოება
IFC და EBRD კომპანია „ავერსი ფარმას“, საქართველოში მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაფართოებაში ეხმარებიან

კომპანია „ავერსი ფარმა“, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC),  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)  ახალ სასესხო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს.

ღონისძიება 12 დეკემბერს, 12:00 სთ-ზე, ალ ყაზბეგის გამზ. 16-ში გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე, IFC-ის რეგიონული მენეჯერი კავკასიაში იან ვან ბილსენი და EBRD-ის დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერა.

კომპანია ავერსი 22 წელია არსებობს ბაზარზე  და ერთ–ერთი ყველაზე დიდი სამედიცინო კომპანიაა საქართველოში, რომლის შემადგენლობაში შედის სააფთიაქო ქსელი, რომელიც წარმოდგენილია 232 აფთიაქით, კლინიკათა ქსელი, რომელიც წარმოდგენილია  25 ფილიალით და მფლობელია ISO 15189  სერთიფიკატის და მსოფლიო დონის ფარმაცევტულ წარმოება ავერსი–რაციონალი,  რომელიც ასევე მფლობელია ევროპული GMP, ამერიკული FDA  და  ISO- საერთაშორისო სერთიფიკატების, კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი, რომელიც წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ პოლიპროფილურ საავადმყოფოს, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისისა და ინფექციურ პათოლოგიათა კლინიკა და ჰოსპიტალურიქსელი ,,მედალფა“, რომელიც აერთიანებსოთხმრავალპროფილურსაავადმყოფოსდაორპოლიკლინიკას:

ოზურგეთის სამედიცინო ცენტრი, ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრი, ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრი, კასპის სამედიცინო ცენტრი, მახინჯაურის კლინიკა და თბილისის კლინიკა.

მთლიანობაში   კომპანია ავერსი წარმოადგენს ყველაზე მსხვილ კომპანიას საქართველოში, სადაც დასაქმებულია 8000-ზე მეტი   ადამიანი.

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics