21:02 - 21 Jul, 2026
|
2016-12-10 14:34:39, 2763 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის მთავრობა საგანგებო მდგომარეობის 15 ივლისამდე გახანგრძლივებას გეგმავს
საფრანგეთის მთავრობა საგანგებო მდგომარეობის 15 ივლისამდე გახანგრძლივებას გეგმავს, - ამის შესახებ France24 იუწყება. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ბერნარ კაზნოვის განცხადებით, ის მთავრობის შესაბამის შეთავაზებას პარლამენტს წარუდგენს. კაზნოვის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება 2017 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდა. საგანგებო მდგომარეობა საფრანგეთში 2015 წლის ნოემბერში განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ მოქმედებს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეროვნული ასამბლეა და სენატი მომდევნო კვირას განიხილავენ. ცნობისთვის, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის აპრილში ჩატარდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)