21:04 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 21:27:13, 1481 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: ეუთო-ში მიღებული განცხადება ცალსახად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს

განცხადება [პირველად 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ განცხადება მიიღო], ცალსახად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მეგობართა ჯგუფის მიერ მიღებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაცია არის კონფლიქტის მხარე, ასევე ეუთო-ს წევრი ქვეყანა და ეუთო-ში ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება კონსენსუსს ვერ ხდება საერთო დოკუმენტის მიღება, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თაობაზე მიიღო განცხადება.

„გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაცია არის კონფლიქტის მხარე, ასევე ეუთო-ს წევრი ქვეყანა და ეუთო-ში ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება კონსენსუსს ვერ ხდება საერთო დოკუმენტის მიღება, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თაობაზე მიიღო განცხადება, რომელიც ცალსახად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში", - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრი თქმით, განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე, ჟენევის მოლაპარაკებების და ძალის არგამოყენების საკითხზე პროგრესის მიღწევის მნიშვნელობაზე, საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე.

მისივე თქმით, საქართველოს მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას პროცესს.

„მეგობართა ჯგუფის  ერთობლივი განცხადება გახდება ეუთოს მინისტერიალის პაკეტის ნაწილი და ეს იქნება პირველი დოკუმენტი, რომელიც შეიქმნა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ" - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics