|
2016-12-09 17:38:05, 1209 ნახვა
პოლიტიკა
ჩიხრაძე: მთავარი ამოცანა იყო, რომ საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც განზრახულია, მაღალი სანდოობისა და ლეგიტიმაციის მქონე ყოფილიყო
აქ მთავარი ამოცანა იყო, რომ საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც განზრახულია, ყოფილიყო მაღალი სანდოობისა და ლეგიტიმაციის მქონე, - ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „აქ მთავარი ამოცანა იყო, რომ საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც განზრახულია, ყოფილიყო მაღალი სანდოობისა და ლეგიტიმაციის მქონე. აქედან გამომდინარეობდა პრეზიდენტის შეთავაზება ამ პროცესთან დაკავშირებით. ძალიან დასანანია, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მმართველმა გუნდა მიიღო და დღეს გახდა საზოგადოებისათვის ცნობილი, კიდევ უფრო აჩენს იმ კითხვის ნიშნებს, იმ ეჭვს, რომელიც აქამდე არსებობდა საკონსტიტუციო პროცესისადმი უფრო აღრმავებს, და ის პრაქტიკა, რომელიც არსებობდა მანამდე, წინა ხელისუფლებების პერიოდში, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს საქმიანობა იმავე წესით გაგრძელდება. ძალიან დასანანია ამავდროულად ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, ახალგაზრდა პოლიტიკოსმა, პირველი სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა არა ფართო პოლიტიკურ კონტექსტის გათვალისწინებით, არამედ საკმაოდ ვიწრო, ფორმალისტური მიდგომებიდან გამომდინარე, რაც კიდევ ვიმეორებ, ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს სერიოზულად აზარალებს. კონსულტაციებს რაც შეეხება: ოფიციალური კონსულტაციები ნამდვილად არ გამართულა, უკვე გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე ამ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ჩაგვაყენეს საქმის კურსში. ამას, რა თქმა უნდა, კონსულტაცია ვერ დაერქმევა, რადგან ეს იყო მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადებამდე შეტყობინება, მხოლოდ ასე შეგვიძლია დავაფორმულიროთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა.
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)