|
2016-12-09 17:00:23, 1298 ნახვა
საზოგადოება
სერგეენკოს განცხადებით, თელავში საბავშვო ბაღებში კვების რაციონის შემცირების შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, თელავში არსებულ საბავშვო ბაღებში კვების რაციონის შემცირების შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა. სერგეენკოს განმარტებით, რამოდენიმე საბავშვო ბაღში უბრალოდ მენიუს ცვლილება მოხდა, რძის ნაწარმის ამოღება კი სიმართლეს არ შეესაბამება. მინისტრი მედიასაშუალებებს მოუწოდებს, გადაუმოწმებელი ინფორმაციები არ გაავრცელონ: “ამწუთის მდგომარეობით, უკვე დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა ძალიან ინტენსიურად იმუშავეს და არის რამოდენიმე მოცემულობა.პირველი ის, რომ სკლოლამდელ, ისევე როგორც სასკოლო დაწესებულებებში, კვების ძირითადი ნორმები და პარამეტრები რეგულირდება მთავრობის დადგენილებით,2014 წლის 15 იანვრის დადგენილებით, სადაც ძალიან მკაფიოდაა გაწერილი ეს ყველაფერი. მეორე ის, რომ გადავამოწმეთ, კონკრეტულად რა შემთხვევასთან გვქონდა ადგილი თელავის რაიონის შემთხვევაში. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი არ დადასტურდა. კონკრეტულად იქ მოხდა ასეთი რამე- თუკი მთავრობის დადგენილებაში, ან სპეციალისტების რეკომენდაციაში გაწერილია ამა თუ იმ პროდუქტის, მათ შორის ხორცის, რძის ნაწარმის რაოდენობრივი მინიმალური დღის განმავლობაში, იქ არ არის გაწერილი კონკრეტული მენიუები.რამოდენიმე საბავშვო დაწესებულებაში მოხდა მენიუს ცვლილება. კერძოდ, იმ კვირაში გუფთა შეცვალეს კოტლეტით, იმიტომ, რომ ბავშვებს ასე ესიამოვნათ. რაც შეეხება რძის პროდუქტების ამოღებას, ეს არ მომხდარა. მესამე მოცემულობაა ის, რომ როდესაც ბავშვებს ეხება საკითხი, ყველა, ნებისმიერი თემა მგრძნობიარეა“,-აღნიშნა სერგეენკომ. მინისტრი ერთის მხრივ მედიასაშაულებებს მოუწოდებს, ნუ შეეხებიან ბავშვთა ჯანმრთელობისა და კვების თემას, სანამ არ დარწმუნდებუიან, რომ ეს ობიექტური რეალობაა, ხოლო მეორეს მხრივ ბავშვთა აღზრდის დაწესებულებებს მიმართავს, ძალიან მკაცრად დაიცვან ის რეგლამენტები და რეკომენდაციები, რომლებიც მთავრობის დადგენილებითაა გაწერილი: „რაც შეეხება კონკრეტულ საინფორმაციო საშუალებებს, სადაც ეს გავრცელდა, ჩემი მოქალაქეობრივი სათხოვარი იქნება, რომ ჯერ ჩაეხედათ ამ თემაში და შემდეგ დაეწერათ და ახლა კარგს იზამენ, თუ ამ ყველაფრის სწორ, ობიექტურ აღწერას გააკეთებენ და ვფიქრობ, ამ ბავშვების მშობლებს მოუხდიან ბოდიშს ამ მღელვარების გამო“,-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)