|
2016-12-09 16:04:02, 1208 ნახვა
საზოგადოება
სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ბექა დემეტრაძეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც "ექსპრესნიუსს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბექა დემეტრაძე დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობაში, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, ტარებასა და დამზადებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით. " სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ბექა დემეტრაძე თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე მივიდა და პირადი უთანხმოების საფუძველზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით მიხეილ ცხაკაიას საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდა. მას შემდეგ, რაც მიხეილ ცხაკაია სახლთან მივიდა, ბექა დემეტრაძემ მოკვლის განზრახვით, უკანონოდ დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მიხეილ ცხაკაიას მიმართულებით ორჯერ გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიხეილ ცხაკაია თავის არეში მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბექა დემეტრაძე დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით წარედგინა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც ბექა დემეტრაძემ დანაშაული ჩაიდინა, ამ უკანასკნელმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი 12 კალიბრიანი სანადირო თოფის გადაჭრის გზით დაამზადა, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბექა დემეტრაძე წარდგენილ ბრალდებაში სრულად სცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",-აცხადებენ პროკურატურაში.
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)