|
2016-12-09 15:53:37, 3050 ნახვა
მსოფლიო
სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადა
სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტს პაკ ჯენ ჰეს იმპიჩმენტი გამოუცხადა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტას 234-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 56 იყო, ხოლო 2-მა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. როგორც BBC-ი წერს, იმპიჩმენტის მიზეზი კორუფციული სკანდალი გახდა. წინა კვირას მოსახლეობამ საპროტესტო აქციები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მოაწყო. ქვეყნის პირველმა პირმა იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ მოქალაქეებს ბოდიში მოუხადა. ახლა იმპიჩმენტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს. ცნობისთვის, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრი ჰუანგ კიო ანია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)