10:55 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-24 17:44:03, 344 ნახვა

პოლიტიკა
აჭარის ოფიციალური დელეგაცია ევროპის საბჭოში კონგრესს ესწრება

აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაცია 24- 25 მარტს,  ქ. სტრასბურგში, საფრანგეთში გამართულ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა 28-ე კონგრესს დაესწრება. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, დელეგაციის შემადგენლობაში არიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე,  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და უმაღლესი საბჭოს წევრები.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესში 47 ქვეყანა მონაწილეობს. სხდომებზე სხვადასხვა პრობლემატურსაკითხს განიხილავენ. გაიმართება დებატები შემდეგ საკითხებზე: ადგილობრივი და რეგიონალური დემოკრატიული პროცესები, ევროპულიქალაქებისა და რეგიონების პასუხისმგებლობა, უმცირესობათა უფლებები, ანტისემიტიზმი, სიძულვილის ენა, ტერორიზმის წინააღმდეგბრძოლა.

კონგრესის მიმდინარეობის დროს ევროპის საბჭოს ფოიეში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიულ-კულტურული სიმდიდრის და ტურისტული პოტენციალის ამსახველი სპეციალური სტენდია წარმოდგენილი. აქვე, სარეკლამო მასალებთან ერთად, სამი დღის მანძილზე გაიმართება აჭარის ღირსშესანიშნაობების ამსახველი ვიდეო ჩვენება.

25 მარტს აჭარის რეგიონი სპეციალურ მიღებას გამართავს, რომელსაც კონგრესმენები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრებიან.

 შეგახსენებთ, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს 41-ე წევრი 1999 წელს. ევროპის საბჭო მხარს უჭერს საქართველოს ორგანიზაციის სტანდარტებთან დაახლოების პროცესს. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ბატონ იაგლანდის თბილისში ვიზიტის შედეგად, რომელიც 2014 წლის თებერვალში შედგა, საქართველოს მთავრობამ და  ევროპის საბჭომ მიიღეს 3 წლიანი სამოქმედო გეგმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რუსეთის საგარეო: საქართველოს EU-ში გაწევრიანებით „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში მოხვდება
ზურაბიშვილი აბასთუმანის ცის დახურვაზე - დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics