|
2016-12-09 15:36:51, 1041 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანმა „OGP“-ის ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე საზოგადოებრივი ცენტრების შესახებ ისაუბრა
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (Organisation for Economic Co-operation and Development − OECD) მინისტერიალს უმასპინძლა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მაღალი რანგის დელეგაციის ხელმძღვანელებს „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმის წარმატებული მოდელი გააცნო. უწყების ცნობით, თეა წულუკიანმა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იმ საკითხზე, თუ როგორ ხდება საქართველოში ეროვნულ დონეზე „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მხარდაჭერა; კერძოდ, „OGP“-ის სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და მისი შესრულების მონიტორინგის მიზნით საქართველოში შექმნილია საკოორდინაციო მექანიზმი − ღია მმართველობის ფორუმი, რომელიც პარტნიორობის წევრი ქვეყნებისათვის სამაგალითო მოდელადაა აღიარებული. ფორუმის ფარგლებში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მისების წარმომადგენლები არიან გაერთიანებულნი. მათი ერთობლივი მუშაობით განისაზღვრება ის სტრატეგიული მიზნები და ამოცანები, რომელთა მიღწევამაც უნდა განაპირობოს ქვეყნის მიერ მთავრობისა და ხელისუფლების კიდევ უფრო მეტი ღიაობა, სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ინფორმაციის თავისუფლება, საჯარო სერვისების უკეთ მართვა. ფორუმი მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი წარმატებული მუშაობის მაგალითია. „ღია მმართველობა − საქართვლოს“ ფორუმი სამოქმედო გეგმის შემუშავებამდე ღია შეხვედრებს მართავს საქართველოს რეგიონებში, რათა სხვადასხვა კუთხის მცხოვრებთა და სხვადასხვა სოციალური ფენის ინტერესები და პრიორიტეტები სრულად აისახოს „ОGP“-საქართველოს ეროვნულ გეგმაში და შემუშავებული დოკუმენტი ყველა იმ გამოწვევას ასახავდეს, რაც საქართველოს მოქალაქეებს აწუხებთ. მსჯელობა გაიმართა იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციის შესახებ. ღონისძიებაში „OGP“-ისა და „OECD“-ის ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს „OGP“-ს შეუერთდა და არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმაც განახორციელა. საქართველოს მთავრობას კომიტეტში იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს. ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესებს ეროვნულ დონეზე იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს. უწყება კოორდინაციას უწევს ღია მმართველობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ქვეყნის მასშტაბით საჯარო კონსულტაციების გამართვას, „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოებასთან ინტენსიური კონსულტაციების წარმართვას. საქართველოს, როგორც პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის, წარმატების დადასტურებაა ის, რომ 2014 წელს იგი − „OGP“-ის მმართველი კომიტეტის წევრად, ხოლო 2016 წელს თანათავმჯდომარე სახელმწიფოდ აირჩიეს. 2017 წლის ოქტომბრიდან საქართველო წამყვანი თანათავმჯდომარე გახდება ერთი წლის ვადით. (NS)
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)