20:05 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 11:18:19, 801 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა "კრანს - მონტანას ამბასადორთა კლუბის" წევრებთან სამუშაო ვახშამი გამართა

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამუშაო ვახშამი "კრანს - მონტანას ამბასადორთა კლუბის" წევრებთან გამართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კლუბის წევრებმა და გიორგი მარგველაშვილმა ქართულ დელეგაციასთან ერთად, რომელშიც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე შედიოდნენ, განიხილეს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება, საქართველო - საფრანგეთის ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებები.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, შედგა ძალიან ღია საუბარი საქართველოსათვის მნიშვნელოვან თემებზე,  იმ ადამიანებთან, რომლებსაც ძალიან დიდი ზეგავლენა აქვთ საზოგადოებრივ აზრზე.

საფრანგეთის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო პრობლემების ფართო სპექტრს, როგორც საქართველო - საფრანგეთის ურთიერთობებს, ასევე, საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რუსეთთან ურთიერთობებს, ოკუპაციის თემებს.

"დღეს საფრანგეთი მომავალი არჩევნებისათვის მზადების პოლიტიკურ პროცესშია და ამ პოლიტიკურ კონტექსტში ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, მაქსიმალური ინფორმაცია მივიტანოთ პოლიტიკურ წრეებამდე და მაქსიმალურად გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა პოლიტიკურ წრეებში'', - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

როგორც კლუბის თავმჯდომარემ ჟან პოლ კარტერონმა განაცხადა, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს და რეგიონში შექმნილ მდგომარეობას, სტრატეგიულ თანამშრომლობას და ამ თანამშრომლობის განვითარებას, ასევე, საქართველო - რუსეთის ურთიერთობებს.

შეხვედრისას საუბარი პოლიტიკური საკითხების გარდა, სხვადასხვა სფეროების განვითარების თემებსაც შეეხო, მათ შორის ბიზნესურთიერთობების განვითარებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics