2016-12-09 09:15:42, 1009 ნახვა
პოლიტიკა
თედო ჯაფარიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა
პარლამენტის ყოფილი წევრი თედო ჯაფარიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა.
პრემიერ კვირიკაშვილის შესაბამისი ბრძანება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ჯაფარიძე პრემიერის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში იქნება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან