18:55 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-08 14:25:39, 1381 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია-ტრენინგი ჩატარდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის სტუდენტებისთვის სახელმწიფოებრივ და სამართლებრივ საკითხებზე საჯარო ლექცია-ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც ეწსრებოდნენ.

დამსწრეთა უმრავლესობას წარმოადგენდნენ ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდები. შეხვედრა თსუ-ის სტუდენტების ორგანიზებით ჩატარდა.

ლექტორ-ტრენერი იყო საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის დამფუძნებელი, სამართლის მაგისტრი ალი ბადიროვი. ლექციის ენა იყო ქართული, თუმცა სტუდენტებს შეეძლოთ შეკითხვების დასმა როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. შეხვედრაზე განხილული იქნა როგორც საკონსტიტუციო, ასევე საარჩევნო სამართლის საკითხები. შეკითხვები ძირითადად ეხებოდა ეთნიკური უმცირესობების უფლებებს და მათი ინტეგრაციის პრობლემებსაც.

„ვფიქრობ, რომ საინტერესო შეხვედრა შედგა. მადლობას ვუხდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და მის სტუდენტობას ასეთი შეხვედრის ორგანიზებისთვის. ჩემი აზრით, ყველა შეკითხვას გავეცი პასუხი. საინტერესო ლექცია-ტრენინგი შედგა. რაც უფრო ხშირი იქნება ასეთი შეხვედრები, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, ეს მით უფრო წაახალისებს სტუდენტებს, სწავლისადმი სტიმულს გაზრდის და ინტეგრაციის პროცესს გააძლიერებს“, - აცხადებს ალი ბადიროვი.   





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics