19:01 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-07 23:09:35, 1031 ნახვა

პოლიტიკა
დოლიძე: მომავალი წლიდან ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის საშუალება ექნებათ

როგორც ვვარაუდობდით, მომავალი წლიდან ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის საშუალება ექნებათ, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ გადაცემა 2030-ში განაცხადა.

ვიქტორ დოლიძის თქმით, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის შეჩერების მექანიზმის კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. 

„მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ პროცედურული საკითხები იყო დარჩენილი, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის შეჩერების მექანიზმის კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ეს საკითხი პოლიტიკური მღელვარების საგნად იქცა როგორც საქართველოში, ასევე ევროპულ ინსტიტუტებში. ის განცხადებები და მიმართვები, რაც ევროკომისარმა და ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ბოლო დროს გააკეთეს, შემთხვევითი არ ყოფილა. ასევე, ცალსახაა, რომ საქართველოს პრემიერისა და ქართული დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტმა სერიოზული ძვრები გამოიწვია“, - განაცხადა დოლიძემ.

მან აქვე დასძინა, რომ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შენობაში ჩატარებულ ორმხრივ შეხვედრებზე არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა განიხილეს, არამედ საერთოდ, ასოცირების დღის წესრიგი.

„ეს იყო ბრიუსელში დიდი ქართული ტალღის დადებითად აგორება, რამაც ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში დადებითი შეჯანჯღარება გამოიწვია. დარწმუნებული ვარ, შეთანხმებას მალე ოფიციალურად მივიღებთ, რასაც იმედია, ევროპარლამენტში წლის ბოლომდე საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხის კენჭისყრა მოჰყვება. როგორც ვვარაუდობდით, მომავალი წლიდან ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის საშუალება ექნებათ“, - განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics