19:01 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-07 18:05:32, 859 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის, საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციიდან "ექსპრესნიუსს" აცნობეს, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების ძირითადი საკითხები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოში ღია, კონკურენტულ და სამართლიან გარემოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას და გამოითქვა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი.

პრემიერ–მინისტრის თქმით, დიდი ბრიტანეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა, რომელთან სტრატეგიული თანამშრომლობა სამხედრო, ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული თუ სხვა მიმართულებებით, უაღრესად მნიშვნელოვანია. გიორგი კვირიკაშვილმა სტუმრებს საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგი და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. აღინიშნა, რომ საქართველო  ბიზნესის წარმოების კუთხით მიმზიდველი ქვეყანაა, რასაც მოწმობს  ბრიტანული კომპანიების წარმატებული საქმიანობა საქართველოში. 

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში.

შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. საუბარი შეეხო საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს და აღინიშნა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების დიდი წვლილი.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციას საქართველოში ვიზიტისთვის, რაც მისი თქმით, ნათელი დემონსტრირება იმისა, რომ გაერთიანებული სამეფო საქართველოს პარტნიორი და  მჭიდრო თანამშრომლობის მხარდამჭერია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics