2016-12-07 14:40:28, 1360 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის აპარატის უფროსად „ქართული ოცნების" წევრი ანრი ოხანაშვილი დაინიშნა
პარლამენტის აპარატის უფროსად "ქართული ოცნების" წევრი ანრი ოხანაშვილი დაინიშნა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.
ცნობისთვის, ანრი ოხანაშვილი მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში 49-ე ნომერია. მას განათლება ბერლინში „ჰუმბოლდტის“ უნივერსიტეტში აქვს მიღებული.
აღსანიშნავია, რომ ანრი ოხანაშვილი მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან