17:45 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-07 13:33:02, 976 ნახვა

საზოგადოება
ფონდმა „სიცოცხლის ხე“ მესამე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

„საქართველოს ბანკის“ ფონდმა „სიცოცხლის ხე“ სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად, რიგით მესამე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა.

კონკურსში გამარჯვებულ 5 პროექტს, მაქსიმუმ 50 000 ლარის ოდენობით, საქართველოს ბანკი დააფინანსებს. გამარჯვებული პროექტებია:

•             „კასპის შშმ პირთა კავშირი“ - მოწნული ხელნაკეთი ნივთების და ავეჯის საწარმო, სადაც შშმ პირთა დასაქმების ქსელი შეიქმნება - კასპი;

•             სამოქალაქო ინიციატივა „ცოდნის კაფე“ - კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე და საცხობი - წნორი;

•             კავშირი „რეა“ - ხელნაკეთი კერამიკული ნაწარმის საგამოფენო და სარეალიზაციო სივრცის (მაღაზია/სალონი) შექმნა  - თბილისი;

•             „შესაძლებლობების სივრცე“ - ინკლუზიური ეკო-ბანაკი - ლაგოდეხის ნაკრძალი;

•             "აჭარის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო" - ადაპტირებული ჰოსტელი - ბათუმი;

საგრანტო კონკურსში ჯამში 154 საპროექტო განაცხადი შემოვიდა, შესაბამისი მიმართულების ექსპერტებით დაკომპლექტებულმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ პროექტების შეფასება-განხილვის შედეგად 23 ფინალისტი გამოავლინა. ფინალისტებს 2 დღიანი სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდათ, სოციალური მეწარმეობის თემაზე, რის შედეგადაც ჟიურის წინაშე საბოლოო პრეზენტაციით წარსდგნენ, 23 ფინალისტიდან ჟიურიმ 5 გამარჯვებული გამოავლინა.

გამარჯვებული პროექტების განხორციელებას ფონდი „სიცოცხლის ხე“  2017 წლის იანვრის თვიდან დაიწყებს და პროექტების დასრულებამდე მონიტორინგს გაუწევს მათ. აღსანიშნავია, რომ სოციალური მეწარმეობის შესახებ საგრანტო კონკურსის მიზანი, საქართველოში სოციალური  საწარმოების შექმნის და განვითარების ხელშეწყობაა, რომლებიც დადებითად იმოქმედებს სოციალურად აქტუალური საკითხების მოგვარებასა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე. გრანტით დაფინანსებული სოციალური საწარმოების საქმიანობა კონკრეტულ შედეგებზეა ორიენტირებული, რომელიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://www.tree.ge

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics