19:01 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-07 09:29:02, 1200 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ესპანელ კოლეგას ალფონსო დასტი კასედოსის შეხვდა

ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესპანელ კოლეგას ალფონსო დასტი კასედოსის შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ესპანეთსა და საქართველოს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის საკითხები.

მათ იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ სფეროში არსებული წარმატებული ურთიერთობა ასევე აისახება სხვადასხვა სფეროში პრაქტიკულ თანამშრომლობაზე. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა.

ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კმაყოფილება გამოთქვა კვირის ბოლოს ესპანეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილი ვიზიტისა და 2017 წლის დასაწყისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოსალოდნელი ვიზიტის გამო, რაც მინისტრების შეფასებით ხელს შეუწყობს ესპანეთ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.

შემდგომი თანამშრომლობის წარმატებისთვის მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში ესპანეთის სრულფასოვანი საელჩოს გახსნის აუცილებლობას. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ესპანელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და საგარეო პოლიტიკური მისწრაფების მხარდაჭერისთვის.

ალფონსო დასტი კასედოსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ესპანეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ, მან აღნიშნა რომ საქართველომ ზედმიწევნით და წარმატებით შეასრულა ვიზალიბერალიზაციის პროცესით გათვალისწინებული ვალდებულებები და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირში დასრულდეს შიდა პროცედურები საბოლოო გადაწყვტილების დროულად მისაღებად.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ესპანელი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით თბილისში მიიწვია.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics