|
2016-12-06 17:36:47, 1579 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: დროულად უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომ საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით კითხვები არ დარჩეს
„ვფიქრობ, რაც შეიძლება დროულად უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომ საზოგადოებაში არც ერთი კითხის ნიშანი არ დარჩეს სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით“,-ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ე.წ. ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. სახელმწიფო მინისტრის თქმით, „ძალადობრივმა რეჟიმმა სრულიად უდანაშაულო ადამიანები უმძიმესი ბრალდებით მოახვედრა ციხეში”. „გიორგი აბდალაძეს ვაკვირდებოდი პარლამენტში და ყველას წამოგვიტივტივდა თავში, რეალურად როგორ შეიძლება ადამიანს ყველაფერი სიბინძურე დასწამო. ძალადობრივმა რეჟიმმა გადადგა ნაბიჯები და ზეწოლის შედეგად ციხეში მოახვედრა სრულიად უდანაშაულო ადამიანები ისეთი უმძიმესი ბრალდებით, რომელსაც ქვეყნის ღალატი ჰქვია. თუმცა, ჩემთვის ეს არ არის ახალი, მით უმეტეს „ნაციონალური მოძრაობიდან”. ახლა მთავარია, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. შეიძლება კიდევ უფრო სწრაფად მომხდარიყო, მაგრამ იმდენი საქმეა ერთად დაგროვილი, რომ ალბათ ოპერირება ჭირს, ეს მარტივი არ არის ქვეყნისთვის. მე ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება დროულად, სწრაფად უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომ საზოგადოებაში არც ერთი კითხვის ნიშანი სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით არ დარჩეს, რამეთუ სამართლიანობა და მისი აღდგენა ქვეყანაში არის უმნიშვნელოვანესი იმედი ჩვენი საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა დოლიძემ. შეგახსენებთ, პროკურატურამ "ფოტორეპორტიორების საქმეზე" 2 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, ევროპის პრეს სააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე 2011 წლის 26 მაისს ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის დროს მომიტინგეების დარბევის და სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს აქტიურად აშუქებდნენ. ანგარიშსწორების მიზნით, 2011 წლის 7 ივლისს, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით, საგანგებოდ ჩატარებული სპეცოპერაციის გზით, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ნათელა გედენიძე დააკავეს“, - აცხადებენ პროკურატურაში.
სომხეთში საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემა დაიწყო
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბათუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)