|
2016-12-06 13:04:30, 1828 ნახვა
სხვადასხვა
დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინი და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი "წლის ადამიანის" ნომინაციის ფინალისტები არიან
ამერიკულმა გამოცემა Time-მა “წლის ადამიანის” ნომინაციაზე 11 ფინალისტი გამოავლინა. გამოცემის ინფორმაციით, ფინალისტებს შორის არიან: “გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის” ყოფილი ლიდერი და “ბრექსითის” აქტიური მომხრე ნაიჯელ ფარაჯი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, აშშ-ის ახალადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, მომღერალი Beyonce, ინდოეთის პრეზიდენტი ნარენდრა მოდი. ამასთან, კიდევ ერთი ფინალისტი სოციალური ქსელის, Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგია. ცნობისთვის, “წლის ადამიანს” Time-ი 7 დეკემბერს დაასახელებს. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ჟურნალმა "წლის ადამიანად" გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დაასახელა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)