|
2016-12-05 13:36:16, 1073 ნახვა
საზოგადოება
იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 45 628 091 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
2016 წლის იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45 628 091ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 40%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 104 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 17%-ითმეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის დასაწყისში დაფიქსირდა და თვეების მიხედვით, ექსპორტირებულმა ღვინომ ნოემბერში მაქსიმუმს მიაღწია: იანვარი - 1 521 802 ბოთლი, თებერვალი - 3 009 754, მარტი - 2 877 640, აპრილი - 3 862 589, მაისი -3 220 323, ივნისი - 4 327 983, ივლისი -3 766 752, აგვისტო - 3 793 843, სექტემბერი -4 049 034, ოქტომბერი - 5 264 684 და ნოემბერი - 6 665 311 ბოთლი. ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე აშშ-ს და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთში ზრდამ შეადგინა- 128% (4 886 145 ბოთლი), უკრაინა - 73% (5 179 454), ბელარუსი - 62% (1 060 806), რუსეთი - 48% (24 914 877), პოლონეთი - 47% (2 123 500), ესტონეთი - 37% (588 450), კანადა 30% (198 456), აშშ - 27% (294 382), დიდი ბრიტანეთი -25% (87 428), ლატვია 15% (1 139 706), იაპონია - 14% (144 126), ყირგიზეთი - 9% (202 666), გერმანია - 4% (270 176) და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (24 914 877), უკრაინა (5 179 454), ჩინეთი (4 886 145ბოთლი), , ყაზახეთი (3 227 639) და პოლონეთი (2 123 500). ამასთან, განვლილ 11 თვეში, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8 952 795 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 37%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 20,14 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ია. მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 175,2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 11 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 133,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა - ზრდამ 31% შეადგინა. (NS)
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)