|
2016-12-05 12:30:25, 2829 ნახვა
მსოფლიო
პაკისტანში, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 75 კი, დაშავდა
პაკისტანში, ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი გარდაიცვალა, 75 კი დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება იტყობინება, ინციდენტი ქალაქ კარაჩიში მდებარე, 4 ვარსკვლავიან სასტუმრო "Regent Plaza"-ში მოხდა. BBC-ის ცნობით, გარდაცვლილთა შორის 3 ექიმია. არსებული ინფორმაციით, ხანძარი შენობის პირველ სართულზე, კერძოდ კი სამზარეულოში გაჩნდა, რის შემდეგაც მთელ შენობაში გავრცელდა. სასტუმროს რამდენიმე ოთახის გასასვლელი ბლოკირებული იყო, რის შემდეგაც მაშველებმა მაცხოვრებლები ფანჯრიდან გამოიყვანეს. მედიის ცნობით, ხანძრის შემდეგ გაირკვა, რომ სასტუმროში ავარიული გასასვლელი არ იყო მოწყობილი. ადგილობრივი საავადმყოფოს მთავარი ექიმის თქმით, ყველა დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)