15:11 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-04 10:18:08, 826 ნახვა

საზოგადოება
შსს-ში ოჯახური ძალადობის თემაზე შექმნილი სოციალური ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ოჯახში ძალადობის თემაზე შექმნილი სოციალური ვიდეორგოლის პრეზენტაციას დაესწრო.

შსს-ს ინფორმაციითმ ღონისძიება სოციალური კამპანიის - „ძალა ნდობას“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც შს სამინისტრო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში ახორციელებს.

მათივე ცნობით, პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის ხელმძღვანელი ქეთევან ხუციშვილი, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

„ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ რჩება შსს-ს ერთ-ერთ პრიორიტეტად. შესაბამისად, ამ მიმართულებით არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა. საინფორმაციო ხასიათის ვიდეორგოლი, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, არის გზავნილი ძალადობის მსხვერპლებისთვის და მოქალაქეებისთვის, რომ ნდობით და ურთიერთდახმარებით შეგვიძლია ძალადობასთან გამკლავება და სიმშვიდის მოპოვება“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას შს მინისტრის მოადგილემ.

პრეზენტაციის დასასრულს შალვა ხუციშვილმა პოლიციელები, რომლებსაც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

პროექტის - „ძალა ნდობას“ მიზანია ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების, სახელმწიფო და სხვა არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics