|
2016-12-03 21:30:03, 1169 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე: რამდენი ტალახიც არ უნდა ისროლონ, ჩემთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია
რამდენი ტალახიც არ უნდა ისროლონ, ჩემთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ევროპულ და ევრატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში "კაბელების საქმეზე" დაკავებულ პირებზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, "არავისზე ნაკლებად მე ეს ამბავი, ბუნებრივია, არ მტკივა". „მე არ მიმაჩნია სწორად ამ თემით სპეკულირება საერთოდ. მე განცხადება გავაკეთე. ჩემი აზრი ცნობილია და მე ვამთავრებ ამასთან დაკავშირებით საუბარს და არც ახლა ვაპირებ გაგრძელებას. კიდევ ერთი მინდა ვთქვა, რომ არავისზე ნაკლებად მე ეს ამბავი, ბუნებრივია, არ მტკივა. მე არ გამიწყვეტია ამ ხალხთან ურთიერთობა და კომუნიკაცია და ამ თემით სპეკულირება, ვფიქრობ, არ არის სწორი, ამიტომ მე სხვებს ნამდვილად ვერ დავემსგავსები და მიუხედავად იმისა, რამდენი ტალახიც არ უნდა ისროლონ, ჩემთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. ჩემთვის მნიშვნელოვანია იმ საქმის კეთება, რომელსაც მე ხელი მოვკიდე და დარწმუნებული ვარ, ამ საქმის წარმატებაში“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)