|
2016-12-03 17:52:09, 2752 ნახვა
მსოფლიო
სტოკჰოლმში, ემიგრანტების რაიონში, უცნობმა პირებმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს
სტოკჰოლმში ემიგრანტების რაიონში უცნობმა პირებმა მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ AP იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, ინციდენტის შედეგად კიდევ 1 ადამიანი დაშავდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ინციდენტის ადგილზე ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი. მათ მისულ პოლიციას ქვები დაუშინეს. ტელეკომპანია SVT-ს ცნობით, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მატს ერიქსონის თქმით, სამართალდამცველებმა ერთ-ერთ კაფეში, 2 ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები 20 წლის ძმები არიან. ამასთან, ინციდენტის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. თვითმხილველების თქმით, სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთ კაფეში ნიღბიანი, უცნობი პირები შეიჭრნენ. თავდამსხმელების ვინაობა ჯერ უცნობია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)