15:11 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-03 15:36:50, 711 ნახვა

საზოგადოება
აბაშიშვილი: პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულმა პროექტმა სოფლებში კულტურულ-სადისკუსიო ცენტრები შექმნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი, რომელსაც სარეზერვო ფონდის დაფინანსებით საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია ახორციელებს, მიზნად ისახავდა ქვეყნის მასშტაბით სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტითა და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვას, ბიბლიოთეკარების გადამზადებას და ტრენინგებს, ბიბლიოთეკების შესაძლებლობების გაზრდას და მათ ბაზაზე კულტურული კერების ჩამოყალიბებას.

პირველ ეტაპზე პროექტი მოიცავდა კახეთის რეგიონის 48 ბიბლიოთეკას, შემდგომ ეტაპზე კი, პროექტში მონაწილეობისათვის შეირჩა 70 ბიბლიოთეკა, რომელთა მეშვეობითაც მოხდა სოფლის მოსახლეობისათვის სახელმწიფო ელექტრონული სერვისების მიწოდება და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული დისტანციური სწავლების პროგრამის დანერგვა.

პროექტში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, რადგან შენობების გათბობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, საბიბლიოთეკო სამუშაოსათვის ადაპტირება და ინტერნეტმომსახურების საფასურის დაფარვა მათი ვალდებულებაა.

გიორგი აბაშიშვილმა მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შორის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ბიბლიოთეკარები იყვნენ, სიტყვით მიმართა.

„პროექტი შეეხო სწორედ იმ სოფლებს, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომის არანაირი საშუალება არ ჰქონდათ. დასაწყისისთვის ჩვენ მოვახერხეთ, რომ ასეთი ბიბლიოთეკებისთვის გაგვეახლებინა წიგნის ფონდი, ხოლო შემდეგ განხორციელდა ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაცია. ამ პროექტმა სოფლებში რეალურად  შექმნა გარკვეული მიზიდულობის ცენტრები, სადაც ყველა თაობის ადამიანებს აქვთ შეკრებისა და დისკუსიის ადგილი და ამავდროულად, გარდა საბიბლიოთეკო მომსახურებით სარგებლობისა, მათ აქვთ წვდომა ყველა იმ ელექტრონულ სერვისებზე, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა, რომელსაც შეხვედრაზე  ეროვნულმა ბიბლიოთეკამ პატივისცემის ნიშნად ბიბლიოთეკის სამკერდე ნიშანი გადასცა.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, საბიბლიოთეკო ასოციაციის წარმომადგენლები, ბიბლიოთეკარები და პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics