19:53 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-03 00:22:21, 1793 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: კომერციული საბანკო სექტორის კეთილსინდისიერებაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ

მე მაქვს ძალიან მაღალი ნდობა ჩვენი კომერციული საბანკო სექტორის და ვთვლი, რომ ისინი არიან პასუხისმგებლიანი ბანკები და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ მათ კეთილსინდისიერებაში, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, გარკვეულმა პირებმა, კომპანიებმა ან სხვა ეკონომიკურმა სუბიექტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დოლარი უბრალოდ არ გაეყიდათ. მისივე განმარტებით, ამან წარმოქმნა ძალიან სწრაფი აღმავალი მოძრაობა, თუმცა, ძალიან სრაფადვე, სწორი კომუნიკაციისა და სწორი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, ბაზარმა გააკეთა რეაგირება.

„მე მაქვს ძალიან მაღალი ნდობა ჩვენი კომერციული საბანკო სექტორის და ვთვლი, რომ ისინი არიან პასუხისმგებლიანი ბანკები და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ მათ კეთილსინდისიერებაში. თუ ვინმეს აქვს რაიმე კითხვა, მათ შეუძლიათ, ამ კითხვებით მიმართონ. მაგრამ ინფორმაცია და ის ნდობა, რაც მე გამაჩნია საბანკო სექტორის მიმართ, აქ კომერციული ბანკების როლზე არ არის საუბარი. 
როდესაც ჩვენ დავიწყეთ ბაზრის გაანალიზება, იყო თუ არა გაზრდილი მოთხოვნა, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მოთხოვნა არ იყო გაზრდილი და ზუსტად იგივე დონეზე იყო, როგორც იყო წინა დღეებში. თუმცა, გარკვეულმა პირებმა, კომპანიებმა ან სხვა ეკონომიკურმა სუბიექტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დოლარი უბრალოდ არ გაეყიდათ. ამან წარმოქმნა ძალიან სწრაფი აღმავალი მოძრაობა, თუმცა, ძალიან სრაფადვე, სწორი კომუნიკაციისა და სწორი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, ბაზარმა გააკეთა რეაგირება. დროული იყო ეროვნული ბანკის განცხადება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics