|
2016-12-02 12:32:34, 1660 ნახვა
საზოგადოება სხვადასხვა
Bloomberg: საუკეთესო კუპიურის კონკურსში 50 ლარიანია წარდგენილი
ბანკნოტების საერთაშორისო ასოციაციამ 2016 წლის საუკეთესო კუპიურის კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც 50 ლარიანი კუპიურა მონაწილეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, კონკურსში ასევე შვეიცარიული 50 ფრანკის კუპიურა, ავსტრალიური 5-დოლარიანი კუპიურა, ბრიტანული 5 გირვანქა სტერლინგის კუპიურა, ახალი ზელანდიის 50-დოლარიანი კუპიურა, შოტლანდიის 5 გირვანქა სტერლინგის კუპიურა, მალდივის კუნძულების 1.000 რუფიას კუპიურაა წარდგენილი. Bloomberg-ი აღნიშნას, რომ ქართული 50-ლარიანი კუპიურა შუა საუკუნეების ხატწერითაა მოხატული. მასზე გამოსახულია თამარ მეფე, რომელიც საქართველოში 1184-1213 წლებში მეფობდა, პერიოდი, რომელიც ცნობილია როგორც „საქართველოს ოქროს ხანა“. კუპიურას გააჩნია ჰოლოგრაფიული ზოლი და მწვანე ფერის დამცავი ბოჭკოები. ცნობისთვის, ბანკნოტების საერთაშორისო ასოციაციამ 1961 წელს დაარსდა. 2005 წლიდან ის წლის საუკეთესო კუპიურის კონკურსს ატარებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)