17:10 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-02 12:04:54, 1318 ნახვა

სხვადასხვა
ბარაკ ობამამ მთავარი ნაძვის ხე აშშ-ის პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ გაანათა

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქვეყნის პირველი პირის რანგში ვაშინგტონში მთავარი ნაძვის ხე უკანასკნელად გაანათა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ნაძვის განათების ცერემონიას ბარაკ ობამასთან ერთად პირველი ლედი მიშელ ობამა და მათი უმცროსი ქალიშვილი ესწრებოდნენ.

ბარაკ ობამას სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გადაიცემოდა. აშშ-ის პირველმა პირმა ქვეყნის ღირებულებებსა და ტრადიციებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს ღირებულებები ამერიკის მოსახლეობას აერთიანებს. ბარაკ ობაბამ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის აშშ-ის პრეზიდენტობა დიდი პატივი იყო.

ღონისძიების ჩატარებაში ობამების ოჯახს ცნობილი მსახიობები და მომღერლები ეხმარებოდნენ, მათ შორის ევა ლონგორია, მარკ ენტონი და კელი კლარკსონი. ნაძვის ხის განათებას ათასობით ადამიანი ესწრებოდა.

ცნობისთვის, ეს მთავარი ნაძვის ანთების რიგით 94-ე ცერემონიაა, ხოლო ბარაკ ობამამ ამ ცერემონიაში მერვედ მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს აშშ-ში ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
4 მონაწილე, 4 მედალი - საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე
PLUS ქულები მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალზე გროვდება
Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
მარნეულში შუახნის კაცმა ოჯახის წევრები დანით დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics