16:50 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 21:31:21, 943 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ელჩი ევროკავშირში: ელჩები ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე 7 დეკემბერს იმსჯელებენ

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე ევროკავშირის ელჩები სამუშაო შეხვედრის ფორმატში 7 დეკემბერს იმსჯელებენ, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ევროკავშირში, ნატალია საბანაძემ 2030-ის ეთერში განაცხადა.

როგორც ნატალია საბანაძე აღნიშნავს, ძნელი სათქმელია, რამდენად იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, თუმცა თავად შეხვედრის ჩანიშვნა მნიშვნელოვანი ფაქტია.  

„ჩანიშნულია განხილვა, ელჩები განიხილავენ შეჩერების მექანიზმს, თუ რა სტადიაშია ახლა და რა იქნება. გადაწყვეტილებას ისინი ვერ მიიღებენ,  თუმცა თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი შეხვედრა ჩანიშნულია. განიხილება  თემა და შეიძლება, შეჯერდნენ რაღაც პოზიციაზე, თუმცა რთულია ამის თქმა. ასეთი განხილვა ადრეც იყო. ახლა სწორედ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მიმდინარეობს შეთანხმების ძიება ამ მექანიზმის გარკვეულ ასპექტებზე. ბევრი პროცედურა არ არის დარჩენილი.  საკითხი კი, შეთანხმების მიღწევის შემდეგ, კვლავ ევროპარლამენტს უნდა დაუბრუნდეს, რომ პარლამენტის პოზიცია გახდეს ცნობილი“,- განაცხადა საბანაძემ.

შეგახსენებთ, შეჩერების მექანიზმის საკითხის პირველი მოსმენით განხილვა ევროპარლამენტში 18 იანვრისთვის არის ჩანიშნული.

ცნობისთვის, უკვე არებობს შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ვიზალიბერალიზაცია შეჩერების მექანიზმის ამოქმედების პარალელურად შევა ძალაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics