13:57 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 17:40:31, 721 ნახვა

საზოგადოება
არასრულწლოვან მსჯავრდებულებსა და რუსთავის საფეხბურთო გუნდს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, არასრულწლოვან მსჯავრდებულებსა და რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის საფეხბურთო გუნდს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. 

საფეხბურთო მატჩი არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ სტადიონზე ჩატარდა და ფრედ დასრულდა. 

როგორც "ექსრეპნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, საფეხბურთო გუნდის წარმომადგენელთა განცხადებით, მათ სიამოვნებით მიიღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შეთავაზება შეხვედროდნენ თანატოლებს, რომლებიც ამჟამად დაწესებულებაში იმყოფებიან და მზად არიან, მსგავს მატჩებში მომავალშიც ხშირად მიიღონ მონაწილეობა. გუნდის წევრებმა მსჯავრდებულებს თავიანთი გამოცდილებაც გაუზიარეს. 

რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის საფეხბურთო გუნდის ხელმძღვანელობამ და წარმომადგენლებმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს სიგელები და საჩუქრად ბურთები გადასცეს. 

მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამასთან, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები  სამინისტროს განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტია. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი სპორტულ ღონისძიებებში. დაწესებულება უზრუნველყოფილია ამისთვის საჭირო ყველანაირი ინფრასტრუქტურითა და ინვენტარით. სამინისტროს ორგანიზებით, არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ხშირად იმართება სხვადასხვა სპორტული თამაში - ფეხბურთში, რაგბიში, კალათბურთსა და სპორტის სხვა სახეობებში, როგორც მათი თანატოლი, ასევე, ცნობილი სპორტსმენების მონაწილეობით. მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს არასრულწლოვნებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და მათ რეაბილიტაციას.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ავიაკომპანია Wizz Air უარყოფს საწვავის რისკების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას
პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო ბოლო სამ წელში 58 ადგილით ჩამოქვეითდა - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
ტურისტების დანახარჯები I კვარტალში 5%-ით შემცირდა
მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics