|
2016-12-01 17:42:03, 880 ნახვა
საზოგადოება
დადიანზე საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა
კრწანისში, შალვა დადიანის ქ. N16-ში, გვიან ღამით საცხოვრებელი სახლის მზიდი კედელი ჩამოინგრა. კრწანისის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ სამაშველო და კომუნალური სამსახურები. მთელი ღამის განმავლობაში დადიანზე იმყოფებოდნენ კრწანისის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი და გამგეობის თანამშრომლები. მათი ძალისხმევით, მოხდა ავარიული შენობიდან 8 ოჯახის ევაკუაცია და სასტუმროში დაბინავება. რამდენიმე ოჯახმა, მიუხედავად მოთხოვნისა, სახლის დატოვებაზე უარი განაცხადა. გამაგრებითი სამუშაოების დასრულებამდე გამგეობა გაყვანილ ოჯახებს ქირით უზრუნველყოფს. სახლის ავარიული სიტუაციის შესწავლას და წინმსწრებ-დამზღვევი ღონისძიებების დაგეგმვას სპეციალისტები დილიდანვე შეუდგნენ. გიორგი კოპალეიშვილი დაზარალებულ მოსახლეობას დღეს კიდევ ერთხელ შეხვდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)