|
2016-12-01 16:20:38, 752 ნახვა
საზოგადოება
ხვალ საქართველოსა და ჩინეთში სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადამზადებულ ქართველ ფერმერთა მიღება გაიმართება
სასტუმროში „ჰუალინგ თბილისში“ ხვალ 15 სთ-ზე საქართველოსა და ჩინეთში სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადამზადებულ ქართველ ფერმერთა მიღება გაიმართება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველო-ჩინეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის“ ფარგლებში, საქართველოსა და ჩინეთში სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადამზადდა 200-მდე ფერმერი/დაინტერესებული პირი. მათივე ცნობით, აღნიშნულ ღონისძიებაზე მიმდინარე ჩინურ-ქართული პროექტის პირველი ფაზის შედეგების წარდგენა მოხდება, გადამზადებულ ფერმერებთან შეხვედრა, გამოცდილების გაზიარება და ა.შ. ღონისძიებას დაესწრებიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში - ვან ლიანპო, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის ლიდერები და ფერმერები. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)