18:41 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 16:18:00, 1679 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი სესილია მალმსტრომს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება. დღეს გიორგი კვირიკაშვილი ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და აღნიშნეს ის პროგრესი,რომელიც ამ მიმართულებით არსებობს.

ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის შესრულების პროცესზე და საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ დადებით სავაჭროდინამიკას და გამოითქვა იმედი, რომ ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება.

გიორგი კვირიკაშვილმა სესილია მალმსტრომს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა, ბიზნესგარემოს გაჯანსაღებისა და ეკონომიკური განვითარების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

პრემიერის თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული შესაძლებლობების სრულად გამოყენებაა. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს ღრმა და ყოვლისმომცველითავისუფალი ვაჭრობის სივრცით გათვალისწინებულ რეფორმებს, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვას, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესისთვის გარემოს გაუმჯობესებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ქვეყნის ეკონომიკურმოდერნიზაციას. ევროკომისარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა  ევროკავშირის მზაობა, სათანადო დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს რეფორმების პროცესში, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრივალდებულებების წარმატებით შესასრულებლად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics