|
2016-12-01 14:05:03, 706 ნახვა
საზოგადოება
მედიაციის სახლის პროექტ „ზღაპართერაპიაში“ 48 მოსწავლე მონაწილეობდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" მედიაციის სახლში „ზღაპართერაპიის“ კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან აცნბობეს. მათივე ცნობით, მასში თბილისის სხვადასხვა სკოლის 48 მოსწავლე მონაწილეობდა. ცნობისთვის, პროექტი - „ზღაპართერაპია“ არის ჯგუფური თერაპიის მეთოდი, რომელიც 11-14 წლის მოზარდებისაა განკუთვნილი. მისი მიზანია ბავშვებმა ისწავლონ პრებლემების კონფლიქტის გარეშე მოგვარების გზები; ასევე, გააცნობიერონ, თუ რა უარყოფითი შედეგების გამომწვევი შეიძლება გახდეს სოციალურად მიუღებელი ქცევა და რომელი პოზიტიური ქცევით იქნება სასურველი მისი ჩანაცვლება. თერაპიის მსვლელობისას ბავშვებს, ასევე, უვითარდებათ ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარი. პროექტი იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ „ახალგაზრდული კლუბის" ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. „ახალგაზრდული კლუბი" არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე მუშაობს. კლუბი მედიაციის სახლში ფუნქციონირებს და ახალგაზრდებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარების შესაძლებლობას აძლევს. განსაკუთრებული ყურადღება კი ყოფილი პატიმრებისა ან პატიმართა ოჯახის წევრებს, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებს, ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს, 14 წლამდე მოზარდებს ეთმობა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)