|
2016-12-01 13:42:06, 2210 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ექსპერტი ლარის კურსზე: მაღალი ემოციური ფონია, რაც მთავრობის განცხადებებით არის განპირობებული
„ლარის კურსი ეკონომიკური გარემოებების ინდიკატორია და მას არ გააჩნია თვისება, რომელიც დოლართან მიმართებაში ცვლილებებს შეზღუდავს“, - ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, „თავისუფალი უნივერსიტეტის“ რექტორმა ვახტანგ ლეჟავამ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც ლეჟავამ აღნიშნა, ქვეყანაში ძალიან მაღალი ემოციური ფონია და ეს მთავრობის განცხადებებით არის განპირობებული. "ზოგადად ლარს არ გააჩნია თვისება, რომელიც მას ზღუდავს დოლართან მიმართებაში ან 3 ან 4 ლარი იყოს. ლარი არის შედეგი ეკონომიკური გარემოებების. როგორიც იქნება ეკონომიკური გარემო, მოქმედებები და მოლოდინები, ისეთი იქნება კურსიც. კურს თავისი ბუნება არ გააჩნია, რომელიც რაღაცას წინასწარ განსაზღვრავს. ეს არის ინდიკატორი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის. ახლა არ ვართ სტანდარტულ მდგომარეობაში. ძალიან მაღალი ემოციური ფონია და ეს ემოციური ფონი განპირობებულია მთავრობის განცხადებებით, რომლებიც როგორც აღმოჩნდა ბაზრისთვის ძალიან სანერვიულოა. ამიტომ, ამ ვითარებაში რთულია რამის თქმა. ეს არ არის ნორმალური სიტუაცია", - განაცხადა ლეჟავამ. შეგახსენებთ, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.5352 ლარი ღირს. რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 2.6980 ლარი ღირს. რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, აქ ერთი დოლარის ღირებულება 2.64-დან 2.69 ლარამდე მერყეობს.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)