|
2016-12-01 13:02:31, 615 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრო დარსაველიძის ფოტოგამოფენა დაათვალიერა
საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დამწყები დოკუმენტალისტი ფოტოგრაფის სანდრო დარსაველიძის გამოფენა დაათვალიერა, რომელიც 30 ნოემბერს „ღია გალერეაში" გაიხსნა. "არაჩვეულებრივად პროფესიონალურად, ძალიან შემოქმედებითად ხედავს სანდრო სამყაროს და ძალიან ინდივიდუალურია მისი ხედვა. გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნებში გადაღებული ფოტოები, რაც ძალიან შთამბეჭდავია. კომპოზიცია, ფერის გრძნობა, თვითონ ეს იდუმალება, ყველაფერი მიანიშნებს იმისკენ, რომ სანდრო არის ნამდვილი შემოქმედი. მე დღეს აღტაცებული დავრჩი მისი შემოქმედებით", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სანდრო დარსაველიძე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ახალგაზრდა ფოტოგრაფია, რომლის გამოფენა-გაყიდვას ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" ღია გალერეა მასპინძლობს. მათივე ცნობით, ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსული თანხა სანდრო დარსაველიძის გადაწყეტილებით ბავშვთა ჰოსპისს გადაერიცხება. ნოემბრის თვეში ეს უკვე მეორე გამოფენაა, რომელიც „ღია გალერეაში" ტარდება და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანების შესაძლებლობებს ეძღვნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)