16:50 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 12:39:54, 801 ნახვა

პოლიტიკა
"საქართველო ელოდება, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს აშშ-სთან ურთიერთობები ძლიერი დარჩება"

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო ელოდება, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს აშშ-სთან ურთიერთობები ძლიერი დარჩება, რუსეთთან კავშირების გაუმჯობესებისკენ მოწოდებების მიუხედავად, - ამის შესახებს გიორგი მარგველაშვილმა სააგენტო Reuters-ისთვის მიციემულ ინტევრიუში განაცხადა.

ამასთა, Reuters-ი წერს, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის მიერ ვლადიმერ პუტინის მისმართით გამოთქმულმა ქებამ, ასევე მოსაზრებამ, რომ აშშ-მა შესაძლოა, მოკავშირეები, რომლებიც თავდაცვაზე ძალიან ცოტას ხარჯავენ აღარ დაიცვას, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში შეშფოთება გამოიწვია.

გარდა ამისა, გიორგი მარგველაშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის ზეწოლის განხორციელებას გააგრძელებს. 

მისივე თქმით, ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი.

"ჩვენი ურთიერთობები და კომუნიკაცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე ჩვენს რესპუბლიკელ და დემოკრატ მეგობრებთან კონგრესში შენარჩუნდება, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ინტერესებსა და მიზნებზე, რომლებსაც ბოლო 25 წლის განმავლობაში ვიზიარებთ. ჩვენ არასდროს გვქონია შეშფოთება ჩვენს მოკავშირეებთან დაკავშირებით, ჩვენ დაინტერესებული ვართ დღის წესრიგის გააქტიურებით და არ ვფიქრობთ, რომ ეს დღის წესრიგი დაირღვევა”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

უცხოურმა მედიამ ყურადღება ასევე იმაზე გაამახვილა, რომ საქართველოს მიწის 1/5 რუსი სეპარატისტების მიერ არის ოკუპირებული და აღნიშნავს, რომ ქვეყანა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე მდებარეობს. 

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშისა და მოქმედი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაცია, რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის არ აღიარებს გმობს და 2008 წლის ომსაც რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ უპატივცემულობას უსვამს ხაზს. 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics