|
2016-12-01 12:09:19, 1762 ნახვა
საზოგადოება
იტალიაში 26 წლის ასაკში კონსტიტუციონალისტი კარლო გოდოლაძე გარდაიცვალა
იტალიაში სამართალდამცველებმა ქართველი კონსტიტუციონალისტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარის კარლო გოდოლაძის ცხედარი, ერთ-ერთ არხში აღმოაჩინეს. იტალიური მედიის ცნობით, კარლო გოდოლაძე რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა. სამართალდამცველების ინფორმაციით მას 10 დღის განმავლობაში ეძებდნენ. მომხდარის შესახებ, უკვე ეცნობა იტალიაში საქართველოს საელჩოს. კარლო გოდოლაძე იყო ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი. ასევე ლექციებს კითხულობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. კარლო იტალიაში სასწავლებლად იყო წასული. ახალი ამბების სააგენტო "ექსპრესნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მოაზროვნის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ფოტო იტალიური მედიიდან
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)