12:55 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 12:05:17, 709 ნახვა

საზოგადოება
ინტელექტუალური ჰაბის ახალი კონცეფცია ქართულ ბაზარზე

„ჯი პი ენ“ - კომპანია, რომელიც სულ ახლახანს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, ქართველ და უცხოელ მომხმარებლებს ინტელექტუალური სერვისს განსხვავებული კონცეფციით გაუწევს.

კლიენტის მოთხოვნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, კომპანია თავისი მონაცემთა ბაზიდან კონკრეტულ მოთხოვნებზე მორგებულ, კონკრეტული სპეციფიკის მიხედვით შერჩეულ კვალიფიციური ექსპერტის ან ექსპერტთა ჯგუფის სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ეს იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, კლიენტმა უფრო მაღალი ხარისხის, ზუსტად ამ სპეციფიკურ მიმართულებაში გამოცდილი ექსპერტების მომსახურება მიიღოს და მათი ცოდნა და გამოცდილება საკუთარი ბიზნეს ამოცანების გადასაწყვეტად გამოიყენოს. 

„ჯი პი ენ“ აერთიანებს 200-ზე მეტ სხვადასხვა სფეროს ექსპერტს, რომლებიც სხვადასხვა კომპანიასა და ორგანიზაციაში მუშაობენ და თავისი დარგის გამორჩეული სპეციალისტები არიან. კომპანიის პორტფოლიო მოიცავს როგორც საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე პროექტების მართვას სხვადასხვა მიმართულებით - სამართლებრივი, საფინანსო, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ადამიანური რესურსების მართვისა და მარკეტინგის სფეროში.

საკონსულტაციო მომსახურების ახალი კონცეფცია - ერთ პროფესიონალურ ქსელში გაერთიანებული საუკეთესო ექსპერტების სახით, ახლებური მიდგომაა ქართული ბაზრისთვის, რაც მაღალი ხარისხის მომსახურების გარდა, გულისხმობს კომფორტულ მომსახურებას ერთ სივრცეში.

 

www.gpn.ge

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics