|
2016-12-01 11:46:33, 849 ნახვა
საზოგადოება
“ცნობილი ჟურნალისტები სტუდენტებს გამოცდილებას გაუზიარებენ“
თუ ხარ დამწყები ჟურნალისტი, სტუდენტი ან, უბრალოდ, გაინტერესებს საზოგადოების ინფორმირება, შეგიძლია მიიღო პრაქტიკული რჩევები წამყვანი ჟურნალისტებისგან. ორი თვის განმავლობაში საქართველოში მომუშავე ჟურნალისტები გაგიზიარებენ გამოცდილებას, თქვენთან ერთად გაარჩევენ რეპორტაჟებს, მოგიყვებიან საინტერესო ისტორიებს, გასწავლიან, როგორ უნდა იმუშაოთ კონფლიქტურ რეგიონებში, სახელმწიფო უწყებებში, როგორ მოამზადოთ სოციალური თუ კულტურის რეპორტაჟები. მასტერკლასის განმავლობაში დაათვალიერებთ ტელევიზიებს, რადიოს, ადგილზე გაეცნობით ჟურნალისტების, პროდიუსერების, წამყვანების, მემონტაჟეების მუშაობას. მოეწყობა გასვლითი ტურები და იქაც თქვენთვის საინტერესო ჟურნალისტები წაგიკითხავენ ლექციებს. თემები იქნება მრავალფეროვანი და მიმდინარე ახალი ამბების შესაბამისი. ორთვიანი მასტერკლასების შემდეგ მიიღებთ სერთიფიკატებს, გადასახადზე იქნება აქციები. პრაქტიკული ჟურნალისტიკის მასტერკლასები დაიწყება 2017 წლის 21 იანვრიდან. მოგვძებნეთ ფეისბუქზე new media georgia კურსის ხელმძღვანელები: თორნიკე კვერენჩხილაძე და ნუცა კოპალიანი
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)