|
2016-11-30 19:37:58, 771 ნახვა
საზოგადოება
ქართული მხარე ცხინვალის იზოლატორში მყოფი გიორგი გიუნაშვილის უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვს
ქართული მხარე ცხინვალის იზოლატორში მყოფი გიორგი გიუნაშვილის უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვს. ამასთან, ოსური მხარის ინფორმაციით, გიუნაშვილის საქმის გამოძიება ჯერ ისევ მიმდინარეობს. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგ შეხვედრაზე 6 თვის წინ დაკავებული გიუნაშვილის საკითხი ერთ-ერთი ძირითადი იყო. გარდა ამისა, მხარეებმა წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარი ინციდენტები განიხილეს და იმ პრობლემებზე იმსჯელეს, რაც მოსახლეობას მავთულხლართების დამონტაჟების შედეგად შეექმნა. ოსურმა მხარემ ქართულ მედიაში საქართველოს მოქალაქეების დაკავების გაშუქებისას გამოყენებული ტერმინები გააპროტესტა და მესაზღვრეების მიერ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შემთხვევები უარყო. ცნობისთვის, მომდევნო შეხვედრა 18 იანვარს გაიმართება. ქართული მხარე ცხინვალის იზოლატორში მყოფი გიორგი გიუნაშვილის უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვს. ამასთან, ოსური მხარის ინფორმაციით, გიუნაშვილის საქმის გამოძიება ჯერ ისევ მიმდინარეობს. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგ შეხვედრაზე 6 თვის წინ დაკავებული გიუნაშვილის საკითხი ერთ-ერთი ძირითადი იყო. გარდა ამისა, მხარეებმა წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარი ინციდენტები განიხილეს და იმ პრობლემებზე იმსჯელეს, რაც მოსახლეობას მავთულხლართების დამონტაჟების შედეგად შეექმნა. ოსურმა მხარემ ქართულ მედიაში საქართველოს მოქალაქეების დაკავების გაშუქებისას გამოყენებული ტერმინები გააპროტესტა და მესაზღვრეების მიერ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შემთხვევები უარყო. ცნობისთვის, მომდევნო შეხვედრა 18 იანვარს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)