16:50 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 19:24:52, 957 ნახვა

პოლიტიკა
ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრების უმრავლესობამ ყრილობის 7.000 დელეგატიან ფორმატს დაუჭირა მხარი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოზე განსახილველად გატანილი პარტიის ყრილობის ორი ფორმატიდან უმრავლესობამ მხარი დაუჭირა სამუშაო ჯგუფის შექმნილ ვარიანტს, სადაც 7.000-მდე დელეგატია გათვალისწინებული. 

ჯგუფში, რომელმაც ეს ვარიანტი შექმნა, შედიოდნენ ზაზა ბიბილაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ნინო კალანდაძე, ნუგზარ წიკლაური, აკო მინაშვილი და სხვები. ცნობილია, რომ ენმ-ს დამფუძნებელი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მრავალრიცხოვანი ყრილობის ჩატარებას უჭერს მხარს და ამას იმით ხსნის, რომ პარტიის მხარდამჭერები და აქტივი ფართოდ უნდა იყვნენ წარმოდგენილი ენმ-ის ყრილობაზე. 

საპირისპიროს ამტკიცებენ პოლიტსაბჭოს ის წევრები, ვისაც 2.000 დელეგატი საკმარისად მიაჩნია ყრილობის ჩასატარებლად. მათი განმარტებით, დელეგატთა ეს რაოდენობა წარმომადგენლობითი იქნება, ამასთან, პოლიტსაბჭოს წევრთა ეს ნაწილი ევროპული და ამერიკული წამყვანი პოლიტიკური პარტიების მაგალითს იშველიებენ, რომელთაც ასეულობით ათასი წევრი ჰყავთ, ყრილობაზე კი პარტიას, მაქსიმუმ, 2-3 ათასი დელეგატი წარმოადგენს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics