18:38 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 15:33:08, 1770 ნახვა

ეკონომიკა
ონლაინ სესხების გამცემი კომპანიები მთავრობას ეროვნულ ბანკთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავენ

საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაცია ონლაინ სესხების ბაზრის დარეგულირების შესახებ საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის ინიციატივას  ეხმაურება.

ასოციაციის წევრი კომპანიები მთავრობას თხოვნით მიმართავენ, ონლაინ სესხების გამცემი კომპანიებისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სტატუსის მინიჭების პროცესის დროში დაჩქარების მიზნით,  ეროვნულ ბანკთან უშუამდგომლოთ.

„ასოციაცია ონლაინ სესხების გამცემი მსხვილი კომპანიების სახელით აცხადებს, რომ:

1. ჩვენთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება დარგის დარეგულირების შესახებ;

2. მთავრობას მივმართავთ თხოვნით - საქართველოს ეროვნულ ბანკთან გაგვიწიოს შუამდგომლობა ონლაინ სესხების გამცემი კომპანიებისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სტატუსის მინიჭების პროცესის დროში დაჩქარების მიზნით;

3. ბაზრის ჯანსაღი მოთამაშეების ინტერესებში შედის, რომ ისინი ბაზარზე წარმოდგენილნი იყვნენ ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ და მომხმარებელს საფინანსო პროდუქტებს აწვდიდნენ შესაბამისი სტანდარტით;

4. მიგვაჩნია, რომ მთვარობის ინიციატივა ონლაინ სესხების ბაზრის შემდგომი განვითარების და სტრუქტურული ინვესტიციების განხორციელების აუცილებელ პირობას წარმოადგენს;

5. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ონლაინ სესხების ბაზრის დარეგულირება არამარტო მომხმარებლის ინტერესებში შედის, არამედ თავად ამ ბიზნესის წარმომადგენლების - ეს ხელს შეუწყობს მათი რეპუტაციის და ნდობის ხარისხის გაზრდას“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ასოციაციის წევრები: vivus.ge; netcredit.ge; ccloan.ge; crediton.ge;  moneyman.ge; emmascredit.ge; masesxe.ge; minicredit.ge; mozo.ge; mon.ge.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics