|
2016-11-30 12:32:21, 630 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) რეგიონულ დირექტორს სამხრეთ-აღმოსავლეთ, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში არგენტინა საბადოშს შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას ასევე IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ილიანა დერილოვა ესწრებოდა. უწყების ცნობით,შეხვედრაზე სოზარ სუბარმა დელეგაციის წევრებს სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრმა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. სოზარ სუბარის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ის დახმარება, რასაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სამინისტროს უწევს. IOM-ის რეგიონული დირექტორის განცხადებით, შთამბეჭდავი და ინოვაციურია ის პროექტები, რასაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. არგენტინა საბადოშის თქმით, ეს პროექტები არის ერთგვარი მოდელი, რომელიც შესაძლებელია სხვა ქვეყნებმაც გაიზიარონ. არგენტინა საბადოში საქართველოში 28 ნოემბერს ჩამოვიდა და იმ სამინისტროების ხელმძღვანელ პირებთან მართავს შეხვედრებს, რომლებთანაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას მჭიდრო და პოზიტიური ურთიერთობის გამოცდილება აქვს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)